მომსახურება


AIVA Studio გთავაზობთ სრულ სერვისს არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის მიმართულებით.


არქიტექტურა

რას ვაკეთებთ:

  • ახალი შენობა-ნაგებობის დაპროექტება (I-II-III-IV კლასი)
  • არსებული ობიექტების რეკონსტრუქცია
  • პროექტების კორექტირება და ადაპტაცია

ჩვენი საპროექტო პროცესი:

  • ტერიტორიის შესწავლა და ანალიზი
  • რისკების და რეგულაციების შეფასება
  • კონცეფციის შექმნა და სივრცეების დაგეგმარება
  • ესკიზის შექმნა, სივრცეების დაგეგმარება, ესკიზური 3D ვიზუალიზაცია
  • საბოლოო გეგმარების ვიზუალიზაციის და არქიტექტურული დეტალების დაზუსტება
  • არქიტექტურული მუშა პროექტის მომზადება, სპეციფიკაციები (BOQ)
  • სანებართვო დოკუმენტაციის მომზადება

დამატებითი სერვისები და მომიჯნავე სპეციალობები:

  • ტოპოგრაფიული გეგმის მომზადება
  • გეოლოგიური კვლევა, გეოლოგიური კვლევის ექსპერტიზა
  • კონსტრუქციული პროექტირება
  • კონსტრუქციული პროექტის ექსპერტიზა (A კლასის აკრედიტირებული ექსპერტები)
  • შენობა-ნაგებობების ექსპერტიზა მდგრადობაზე, ავარიული მდგომარეობის შეფასება
  • საინჟინრო სისტემები (MEP): წყალ-კანალიზაცია, წყალარინება, სამეთვალყურეო და დაცვითი სისტემები, ელექტროობა, სუსტი დენები, გათბობა, გაგრილება, ვენტილაცია
  • ვერტიკალური გეგმარება
  • ლანდშაფტის გეგმარება და დიზაინი
  • დენდროლოგია, ტაქსაცია (ხე-მცენარეების აღწერა)
  • რეგულაციებთან შესაბამისი ნახაზების მომზადება #41 დადგენილების შესაბამისად
  • საჭიროების შემთხვევაში მშენებლობის ზედამხედველობა

ინტერიერის დიზაინი

რას ვაკეთებთ:

  • ინტერიერის დიზაინის შექმნა საცხოვრებელი და საჯარო/კომერციული სივრცეებისთვის
  • ფუნქციური სივრცეების დაგეგმარება
  • განათების, ავეჯის და მასალების შერჩევა

ჩვენი საპროექტო პროცესი:

  • კონცეფციის შემუშავება (Moodboard)
  • გეგმარების სივრცითი ორგანიზება
  • სრული ტექნიკური ნახაზები: განათება, ელექტროობა, სანტექნიკა, იატაკი, ჭერი, ავეჯის განლაგება, სივრცეების განშლები
  • მასალების შერჩევა
  • საჭიროების შემთხვევაში ავტორული ზედამხედველობა

დამატებითი სერვისები:

  • მოსაპირკეთებელი მასალების ტექსტურების და ფერების არჩევა
  • ავეჯის მოძიება და შეკვეთა
  • სანათის ტიპებისა და სპეციფიკაციების მოძიება